ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ქერჩში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ქერჩში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 10-ზე მეტი ადამიანი კი – სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით -საავადმყოფოშია მოთავსებული.

ყირიმის ქალაქ ქერჩში მდებარე ერთ-ერთ კოლეჯში თავდასხმა ოთხშაბათს მოხდა. კოლეჯის შენობაში ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, რასაც სროლა მოჰყვა. თავდამსხმელი ამავე კოლეჯის 18 წლის სტუდენტი აღმოჩნდა.

სამართალდამცველებმა თავდასხმას თავდაპირველად ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს, თუმცა მოგვიანებით, მომხდარი მკვლელობად გამოაცხადეს.

რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმში ოთხდღიანი გლოვა გამოცხადდა.