საქართველო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში სომხური ეკლესია აკურთხეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს სომხური ვიკარიატის ვაზგენ მირზახანიანის მიერ წმინდა ვარდანანცის ეკლესია იქნა ნაკურთხი.

ეკლესიის კურთხევას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი, სოფლის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.