ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ტარიელ ჯანხოთელმა და მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, თერთმეტი საბავშვო ბაღი დაათვალიერა, სამშენებლო სამუშაოები შეაფასა და ბაღების თანამშრომლებს გაესაუბრა.
საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის განცხადებით, მიმდინარე წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში 23 ბაღი გარემონტდება. აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, განახლებული ინფრასტრუქტურით დაახლოებით 3100 აღსაზრდელი ისარგებლებს.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.