მამუკა ბახტაძემ ბრიგინგზე განაცხადა, რომ 30 აგვისტოს ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანში გაემგზავრება და შეხვდება აზერბაიჯანის პირველ პირებს: პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
„ხვალ ოფიციალური ვიზიტით მივემგზავრებით ბაქოში, აზერბაიჯანში. ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ სტრატეგიული პარტნიორები.
ჩვენ ერთად ვახორციელებთ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს. გვექნება შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ისევე როგორც პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე იმ ინიციატივებს, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ, რომელიც საბოლოოდ ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.