საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
გოგაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
იგი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინსიტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.