გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე გაიმართა საკრებულოს – 13 სხდომა, აქედან რიგგარეშე – 7, ხოლო გეგმიური – 6. გამოიცა 144 განკარგულება, მიღებულია 49 დადგენილება.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოველდღიურად ხდება მოქალაქეთა მიღება, ანალიზი უკეთდება მათ მიერ დასმულ საკითხებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების განხილვის დროს ითვალისწინებენ.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ყველა ჩვენგანმა გავითავისეთ, რომ ჩვენი უპირველესი მოვალეობა გარდაბნის მოსახლეობის სამსახურში ყოფნაა. საკრებულოს თითოეული წევრი აქტიურად, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ცდილობს მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაში საკუთარი წვლილის შეტანას. ყოველდღიურად ხდება მოქალაქეთა მიღება, ანალიზი უკეთდება მათ მიერ დასმულ საკითხებს, რომლებსაც ვითვალისწინებთ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების განხილვის დროს. ასევე, ხდება მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირება, საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით.
მოგეხსენებათ, საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებს. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საკრებულოს კომისიების მიერ სისტემატურად ხდება მერიის შესაბამისი სამსახურების მონიტორინგი/ანგარიშგება და განხილული საკითხების ინიცირება საკრებულოში.
2017 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე გაიმართა საკრებულოს – 13 სხდომა, აქედან რიგგარეშე – 7, ხოლო გეგმიური – 6. გამოიცა 144 განკარგულება, მიღებულია 49 დადგენილება. ჩატარდა საკრეულოს ბიუროს – 9 სხდომა. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები, სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებენ, განიხილავენ და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებენ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ – 12, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ – 12, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ – 7, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ – 14, ხოლო სოციალურ საკითხთა კომისიამ – 12 სხდომა ჩაატარა.
რაც შეეხება საკრებულოს ფრაქციებს – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 8 სხდომა, „ქართული ოცნება – მრეწველები“ – 5 სხდომა, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ – 3 სხდომა, ახალი გარდაბანი – 1 სხდომა“, ნათქვამია ანგარიშში.
ტარიელ ჯანხოთელის განცხადებით, დიდი ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა/პოპულარიზაციას, სპორტის ტრადიციული სახეობების განვითარებასა და მოქალაქეთა ინიციატივების ხელშეწყობას. აღნიშნულიდან გამომდინარე დაჯილდოვდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 38 წარმატებული სპორტსმენი და მათი მწვრთნელები.
„შეიქმნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისთვის, გენდერულ ასპექტში, მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები, მოახდინოს მათი განხორციელების მონიტორინგი, ასევე შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისთვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს და რეაგირება მოახდინოს გენდერული თანასწორობის დარღვევის ფაქტებზე.
მოგეხსენებათ, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული განვითარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს მიერ, დახმარების სახით, გაიცა 23 474 ლარი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მიმდინარე წელს, რეგიონული და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, იგეგმება სხვადასხვა პროექტების განხორციელება. უკვე მიმდინარებს მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის სამშენებლო სამუშაოები, წლის ბოლომდე რეაბილიტირდება 23 საბავშვო ბაღი, მოეწყობა მინი-მოედნები და სხვადასხვა სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პრექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია აქტიურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში. (http://gardabani.gov.ge)
მიუხედავად იმისა რომ, საკრებულოს ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში, ხვდებიან მოსახლეობას, ისმენენ მათ პრობლემებს და ცდილობენ შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება, მიმაჩნია, რომ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გპირდებით, რომ გავითვალისწინებთ ჩვენს მუშაობაში არსებულ ხარვეზებს, შევეცდებით დაუღალავი შრომით დადებითად გადავწყვიტოთ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მიერ გაწეული საქმიანობა და განვითარების ტემპი თითოეულ ჩვენგანს განგვაწყობს ოპტიმიზმით. მინდა გისურვოთ უკეთესი მომავალი და წარმატებული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ“, ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.