„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის ნაცვლად ბიზნესმენი საუბრობდა, რომელმაც თავისი გეგმები გაგვაცნო.
„ლაპარაკობდა ელემენტარულად ბიზნესმენი, რომელიც საუბრობდა, რომ ამას იყიდის, იმას გაყიდის, ამის ფულს გადაიხდის, იმას დათმობს, ვიღაცას რაღაცას დაუთმობს. ესეთი სამარცხვინო მოვლენა მე არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში საერთოდ არსებობდა თუ არა. როდესაც მმართველ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია და ექვსი წელია არსებობს, არ ყავს რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თურმე, თუ კანდიდატი არ იქნება, მაშინ წაიღოს ოპოზიციამ საპრეზიდენტო თანამდებობა, ეს რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკრეტულად გაურიგდება ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას და ამას გააფორმებს, როგორც დემოკრატიის გამარჯვებას. ასე არ გამოგივათ, ბატონო ბიძინა!“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.