საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვას გამოეხმაურა და განაცხადა: „მე დღეს მედიით გავიგე ამის შესახებ, როგორც ჩანს, აქვს გარკვეული კითხვები სამართალდამცავ ორგანოებს, ეს არის მათი პრეროგატივა და ჩვენ, პარლამენტი, ვერ ჩავერევით მათ კომპეტენციაში“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „თუ არის კითხვები, ეს კითხვები დაისმება და ამ კითხვებს პასუხი გაეცემა“.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ყოფილი მინისტრების დაბარების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებასაც.
„ყველაფერი მოხდება საჯაროდ და საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია ყველაფერზე, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით კითხვის ნიშნები არ გაჩნდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.