საქართველო

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე პრემიერებად დაინიშნენ

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე პრემიერი იქნება.

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.