12 ივლისს 08:30-ზე, შინაგან საქმნეთა სამინისტროს ვერტმფრენმა (არქივის ფოტო) ავარიული დაშვება განიცადა მთა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“.
ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ვერტმფრენის გაფრენა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში როტაციის, სურსათით, საწვავ-საპოხი მასალებითა და მატერიალურ – ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.