საქართველო

გარდაბანში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და დადებითად შეაფასეს დადგენილების პროექტი, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

ასევე დადებითად გადაწყდა საკითხი, რომელიც შეეხებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ გარდაბანში მცხოვრები გურამი ზურაბიანის დახმარების გაწევას.

სხდომაზე განხილულ იქნა საკითხები, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „რუსთავის წყლისთვის“ საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე, თანხმობის მიცემის შესახებ, რაც ასევე დადებითად გადაწყდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა. აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს.

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.