საქართველო

პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა

მმართველი გუნდი პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძეს ასახელებს.

განცხადება ამის თაობაზე საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ბატონი მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ. გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა, მამუკა ბახტაძის მეთაურობით, წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას”, განაცხადა თალაკვაძემ.