მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. დღეს დილით მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ: „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“
მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში „ერთობა 2013“-ის წევრები აქციას მართავენ. მეტროს მემანქანეები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებენ.