თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ სცნეს.
„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში. მეორე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში, ოღონდ მოხდა გადაკვალიფიცირება მუხლის 19-109-ს მიმართულებით“, განაცხადა ადვოკატმა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

