საქართველო

დუშეთის საკრებულოში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (LEDP) პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მუშავდება ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

დუშეთის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაცია პროექტის (LED) ოფიცერმა თინათინ ცოცხალაშვილმა წარადგინა და დამსწრეებთან ერთად განიხილა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LEDP) ხედვა, მიზნები და სამოქმედო გეგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და ჯგუფის ხელმძღვანელი – გიორგი თანიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ინიციატივაა და მის მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. ინიციატივის მიზანია, მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი მერიის, საკრებულოს თანამშრომლებისა და კერძო მეწარმეების პარტნიორობით, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მოკლევადიან სტრატეგიაზე.