ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მედიას ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ „უბნებიდან შემოსული წინასწარი მონაცემების საფუძველზე ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი“.
„სულ რეგისტრირებული იყო 2819 ამომრჩეველი, აქედან, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 1337 ამომრჩეველს, პროცენტულად 47,43 პროცენტს. არჩევნები ჩატარდა მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში. თითოეულმა მოქალაქემ შეძლო თავისუფლად, დაუბრკოლებლად გამოეხატა თავისი კონსტიტუციური უფლება. რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, უბნებიდან შემოსული წინასწარი მონაცემების საფუძველზე ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი. უმნიშვნელო რაოდენობის საჩივრები არის დაფიქსირებული, მცირე პროცედურულ გადაცდომებზე“, განუცხადა მედიას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.