საქართველოს პრეზიდეტმა სამართალდამცავებმა გუშინ საღამოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ორ აქციაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა სპეციფიურად ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ – არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის. მადლობა ვუთხრა იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მათ ევალებოდათ და შეასრულეს”, განაცხადა მარგველაშვილმა.