საქართველო

სოფელ დიცის საგუშაგოზე შს სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შს სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციის კაპიტანს, 43 წლის ნ.ბ-ს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.