საქართველო

2 ადამიანი დაიღუპა, 17-მა კი დაზიანებები მიიღო ღამით მანგლისის სიახლოვეს, მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად

2 ადამიანი დაიღუპა, 17 კი საავადმყოფოშია მოთავსებული მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ღამით დაბა მანგლისის სიახლოვეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე ფოკას მონასტრიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ფოკას მონასტრიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა.