მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: ირანთან ჩვენ გვყავს დიდი სამხედრო ფლოტი, მათ შეერთებულ შტატებთან შეთანხმება სურთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ხელისუფლების მხრიდან ვაშინგტონში რამდენიმე სატელეფონო ზარი განხორციელდა და თეირანი დაინტერესებულია, დიპლომატიური გზით მოაგვაროს დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

როგორც ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ირანთან სიტუაცია „ცვალებადია“.

„ირანის გვერდით ჩვენ გვყავს დიდი სამხედრო ფლოტი. უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან არის. მათ სურთ შეთანხმება, მე ეს ვიცი. რამდენჯერმე დარეკეს. საუბარი სურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თუ რა გზას აირჩევს ირანთან ურთიერთობაში.