მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მილიარდ 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთლიანობაში, სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 დოლარი შეადგინა.
„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მილიარდ 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში, სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 808 000 დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მინდა, ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

