2025 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,145.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.0%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,971.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 3.8%).
2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.2%-ით განისაზღვრა და 173.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0%-ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 42.3%, 20.9%, 16.4%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2025 წლის II კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 20.5%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
| ქვეყანა | საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი |
| აზერბაიჯანი | 54.0 |
| ბელარუსი | 19.9 |
| თურქეთი | 151.4 |
| ირანი | 29.3 |
| ისრაელი | 127.7 |
| რუსეთი | 166.0 |
| საუდის არაბეთი | 30.1 |
| სომხეთი | 37.8 |
| უკრაინა | 35.8 |
| ევროკავშირი | 173.9 |
| დანარჩენი ქვეყნები | 319.3 |

