მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი პუტინისადმი უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ აშშ უკრაინას „სხვადასხვა სახის ძალიან დახვეწილ“ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „სხვადასხვა სახის ძალიან დახვეწილ“ სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის და დაამატა, რომ ამისათვის ისინი 100%-იან საფასურს გადაიხდიან, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვინ გადაიხდის აღნიშნულ თანხას ამერიკისთვის – უკრაინა, ევროკავშირი, ნატოს წევრი სახელმწიფოები თუ ყველა ერთად.

კვირა საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აღჭურვილობაში შედის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემები, „რომლებიც მათ [უკრაინას] უაღრესად სჭირდებათ“.

ამავე დროს, ტრამპმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აღნიშნა, რომ მან „მართლა გააკვირვა ბევრი ადამიანი“, რადგან „ის ლაპარაკობს ლამაზად და შემდეგ, საღამოს ყველას ბომბავს“.

ტრამპის განცხადებების ფონზე, კიევში აშშ-ის დესპანი უკრაინაში, კიტ კელოგი ჩავიდა.