ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუ ისრაელი შეწყვეტს თავდასხმებს, ირანიც უარს იტყვის დარტყმებზე. ისრაელს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ცეცხლის სრული შეწყვეტა“ ირანსა და ისრაელს შორის ძალაში შევა უახლოეს საათებში.
აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოდა ირანის სარაკეტო დარტყმები აშშ-ის საჰაერო ბაზაზე კატარში, რაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების პასუხი იყო.
ტრამპმა განაცხადა, რომ არც აშშ-ის და არც კატარის მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა. მან ირანის რეაქციას უწოდა „ძალიან სუსტი“ და მადლობა გადაუხადა თეირანს „ადრეული შეტყობინებისათვის“.
კატარმა განაცხადა, რომ ყველა რაკეტა, რომელიც აშშ-ის მიერ მართულ ალ უდეიდის ბაზაზე იყო მიმართული, გაანეიტრალეს.
GUARDIANGE

