სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.