საქართველო

წალკის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი მაკსიმ გალსტიანი: ჩემთვის დირექტორობა არ არის ის თანამდებობა, რომელსაც ჩავებღაუჭები, გამოჩნდებიან სხვები, რომლებიც გააგრძელებენ ამ საქმეს და შესაძლოა, ჩემზე უკეთესადაც

მაკსიმ გალსტიანი სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორად 2023 წლის ოქტომბერში აირჩიეს და უკვე 1 წელიწადზე მეტია, რაც აღნიშნულ სკოლას უდგას სათავეში. როგორც თავად ამბობს, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის გამოცხადებულ ტესტირებაში მონაწილეობა ძალების მოსასინჯად მიიღო, გამოცდის ჩაბარების, კომისიის წინაშე გასაუბრების წარმატებით გავლის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტზე წარდგენისა და სამეურვეო საბჭოს მიერ ნდობის გამოცხადების შედეგად კი, დირექტორი გახდა.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი მაკსიმ გალსტიან

როგორი იყო მისი მოლოდინები დირექტორად არჩევამდე, რა სირთულეები დახვდა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, როგორ აპირებს სკოლის შემდგომ განვითარებას, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაციის გავლა წარმატებით შეძლოს, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ „ბიზნესკონტინენტი“ ბატონ მაკსიმ გალსტიანს ხაჩკოვის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ესტუმრა და მასთან ინტერვიუ ქართულ ენაზე ჩაწერა.

ბიზნესკონტინენტი: პირველ რიგში, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი გასულიყავით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის გამოცხადებულ ტესტირებაზე, რა იყო თქვენთვის ამის მთავარი მოტივაცია?

მაკსიმ გალსტიან: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემი ძალები გამომეცადა. დიდი ხანია ვმუშაობ სკოლაში, თითქმის 11 წელია, ჯერ საქმის მწარმოებელი ვიყავი, შემდეგ ფიზიკის მასწავლებელი გავხდი, და ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა ჩემი ძალების მოსინჯვა. მინდოდა სკოლაში დირექტორობის დროს ყოფილიყო ისეთი გარემო, რომელიც სასწავლო პროცესის ხელშემწყობი იქნებოდა და მინდოდა, რომ უფრო მეტად გამეზარდა მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების მოტივაცია სწავლების მიმართ. მშობლები იცით, რომ დიდად არ არიან ჩართული სასწავლო პროცესში, უფრო დაწყებით კლასებში გამოხატავენ ინტენსიურ ჩართულობას, მაგრამ შემდეგ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მათი ინტერესი კლებულობს. თუ შევძლებ სკოლაში ამ და სხვა არაერთი მიმართულებით მდგომარეობის შეცვლას, ხომ კარგი, თუ არადა ჩემთვის დირექტორობა არ არის ისეთი თანამდებობა, რომ ჩავებღაუჭო მას და იქნებიან სხვები, რომლებიც გააგრძელებენ ამ საქმეს და შესაძლოა, ჩემზე უკეთესადაც, ამას დრო აჩვენებს.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი მაკსიმ გალსტიან

ბიზნესკონტინენტი: რა შეძელით დირექტორის პოსტზე მუშაობის მოკლე, ერთწლიან პერიოდში?

მაკსიმ გალსტიან: მოგეხსენებათ, რომ სკოლებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია, სომხურენოვანი სკოლების ავტორიზაცია 2028 წლამდე გაგრძელდა და ჯერჯერობით დრო გვაქვს. შემუშავდა 7-წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელშიც ასახულია სკოლის ხედვა, მისია, ღირებულებები.

აუცილებელია სკოლის კომპიუტერებით უზრუნველყოფა, თანამედროვე ტექნოლოგიებიების ინტენსიურად გამოყენება. როგორც იცით, სკოლა ახალი გარემონტებულია, გვაქვს ლაბორატორია, მაგრამ ჯერჯერობით არ არის აღჭურვილი და მინდა, რომ ეს ლაბორატორია ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის გაკვეთილების ჩასატარებლად შესაბამისი ტექნიკით და ინვენტარით აღვჭურვოთ.

ამასთან, პირველ რიგში, კომპიუტერები უნდა შევისყიდოთ, რადგან ამჟამად მხოლოდ 5 კომპიუტერი გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენთან მეორე სკოლაც შემოდის, კაბურის და მათთვისაც უნდა შევიძინოთ კომპიუტერები. გვინდა 6-7 ერთეული დავამატოთ.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლა

ერთი პრობლემა გვქონდა კაბურის სკოლასთან დაკავშირებით, რომელიც მოვაგვარეთ. საქმე იმაში იყო, რომ 2017 წლიდან კაბურის სკოლის საკადასტრო კოდი იყო გაუქმებული, შენობა არ იძებნებოდა და შევძელით, რომ კაბურის სკოლა დენის ცალკე აბონენტად დაგვერეგისტრირებინა, რასაც 7-8 თვე დასჭირდა. მანამდე ელექტროენერგია სკოლას კერძო სახლიდან მიეწოდებოდა. უკვე სკოლა ჩანს, როგორც სახელმწიფო საკუთრება. ამის გამო, არაერთხელ მომიწია თბილისში, წალკაში წასვლა და საბოლოოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით მოვაგვარეთ ეს საკითხი.

კაბურის სკოლაში, რომელიც ჩვენს მეზობელ სოფელში მდებარეობს, ასევე არის ინტერნეტის პრობლემა. მინდა, რომ ესეც მოვაგვარო ამ სასწავლო წელს. ასევე, გვინდა ჩვენი ძალებით წყლის საკითხიც მოვაწესრიგოთ კაბურის სკოლაში.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლა

მე ხაჩკოველი ვარ, მაგრამ იქაც ჩვენი სკოლაა, მე ორივე სკოლის დირექტორი  ვარ და მინდა თანაბრად იყოს ისინი განვითარებული. წელს სპორტული ინვენტარი, ჩოგბურთის მაგიდები რომ ვიყიდეთ, ერთი აქაურ სკოლაში მოვიტენთ, მეორე კაბურში. იყო საუბარი, რომ ჩვენი ჩოგბურთის ძველი მაგიდა გადაგვეცა კაბურისთვის, მაგრამ არა, იქაც ისეთივე ბავშვები და მასწავლებლები არიან, როგორც აქ და მიმაჩნია, რომ ორივე სკოლა თანაბრად უნდა განვითარდეს. ამჟამად 79 მოსწავლეა ჩვენთან, ხაჩკოვში და 25 კაბურში, საერთო ჯამში კი, 2024-2025 სასწავლო წელს ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 104 მოსწავლე ირიცხება.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები

ბიზნესკონტინენტი: ავტორიზაციის გავლა ალბათ ერთად მოგიწევთ, თქვენი შენობა მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, წინა დირექტორის, ქალბატონი ლიანა პილტოიანის პერიოდში, მისი დიდი ძალისხმევის შედეგად გაკეთდა სკოლის კაპიტალური რემონტი, რაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა და სკოლა უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული. ავტორიზაციისთვის რა გრჩებათ გასაკეთებელი, რომ არ დახარვეზდეს წარდგენილი დოკუმეტაცია. მოგეხსენებათ, მთელი რიგი კომპონენტებია ჩამონათვალაში, რასაც სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს. როგორ ფიქრობთ, როდის იქნებით ამისათვის მზად?

მაკსიმ გალსტიან: დიახ, ავტორიზაციის გასასვლელად ოთხი სტანდარტია შემუშავებული და ერთ-ერთია ინფრასტრუქტურა. ხაჩკოვის სკოლის ეს შენობა, სადაც ვიმყოფებით, მოგეხსენებათ სრულად არის აღდგენილი სახელმწიფოს მიერ. მაგრამ განსხვავებული მდგომარეობაა კაბურში. ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ბიუჯეტი, რომ კაბურის სკოლა გავარემონტოთ, ამიტომ ამაში ისევ სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს. რამდენადაც ვიცი, 2028 წლამდე უნდა მოხდეს საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების სრული აღდგენა, უნდა ჩატარდეს კაპიტალური რემონტი, რადგან ავტორიზაციის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ გამართულ ინფრასტრუქტურას ეხება. ამის გარეშე, ავტორიზაციის გავლას ვერ შევძლებთ.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი მაკსიმ გალსტიან

ბიზნესკონტინენტი: როგორი იყო თქვენი მოლოდინები დირექტორად არჩევამდე და რამდენად დაემთხვა მოლოდინები და რეალობა ერთმანეთს? ანუ, როგორ წარმოგედგინათ დირექტორის პოსტზე არჩევამდე აქ მუშაობა და როგორი აღმოჩნდა რეალობა?

მაკსიმ გალსტიან: როცა ვფიქრობდი, რომ  დირექტორად უნდა ავერჩიე, მეგონა, რომ ადვილი იქნებოდა, რადგან ჩემი მეგობრების გარემოცვაში, ჩემს კოლეგებთან მომიწევდა მუშაობა, ერთი სოფლის მკვიდრნი ვართ, ყველას ვიცნობ, მაგრამ ჩემი არჩევის შემდეგ შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომელზეც არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა ის წინააღმდეგობა, რაც წარმოიშვა პირველ ხანებში და არ მინდა სიღრმისეულად ვისაუბრო ამის თაობაზე. იყო ხელის შეშლა, მაგრამ ვფიქრობ, ეს უკვე უკან დარჩა. არ მინდა ამაზე საუბარი. მე თავად მშვიდი ადამიანი ვარ, არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაციები, რადგან ასეთ გარემოში არ შემიძლია მუშაობა. ჩემთვის მთავარია მშვიდი გარემო, ურთიერთთანამშრომლობა, ურთიერთგაგება. ადამიანები ვართ და ცხოველებისაგან იმით განვსხვავდებით, რომ ვაზროვნებთ და ამდენად, მოლაპარაკებით უნდა შევძლოთ კონფლიქტების მოგვარება.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი მაკსიმ გალსტიან

ბიზნესკონტინენტი: როგორ მიმდინარეობს სახელმწიფო ენის სწავლება? ამჟამად სად აბარებენ გამოცდებს თქვენი სკოლის კურსდამთავრებულები, საქართველოს თუ სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში?

მაკსიმ გალსტიან: ბოლო წლების განმავლობაში ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი ქართული ენის სწავლება. გვყავს ძალიან კარგი კონსულტანტ-მასწავლებელი, თინათინ ლარცულიანი, რომელიც 2018 წლიდან მუშაობს ჩვენს სკოლაში. მან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი სკოლისათვის. მანამდე ჩვენ არ გვქონია საქართველოს ისტორიული და კულტურული დანიშნულების ადგილებში ექსკურსია, თუ იყო, მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ. მაგრამ ჩვენმა კონსულტანტ-მასწავლებელმა მოსვლის დღიდან დღემდე 10-ზე მეტი ასეთი ექსკურსია მაინც მოაწყო. მარტო წელს, სექტემბერ-ოქტომბერში 4 ექსკურსია მოაწყო ყაზბეგში, კახეთში, სხვაგან. ძალიან კარგია ბავშვებისთვის, რომ მათ თავიანთი თვალით ნახონ ჩვენი ქვეყნის ის კულტურულ-ისტორიული ადგილები, მუზეუმები, რაზეც ინფორმაციას სახელმძღვანელოებიდან ან ვიდეო რესურსებიდან იღებენ. ზოგადად, ქართული ენის მაღალი დონის მასწავლებლები გვყავს, ამასათ, ბილინგვური სწავლებაც ინერგება.

ამავე დროს, კონსულტანტ-მასწავლებლის, თინათინ ლარცულიანის მიერ ჩვენს სკოლაში ქართული ენის წრე ფუნქციონირებს და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ქალბატონ თინათინის ერთობლივი ძალისხმევით პედგოგები, სოფლის მცხოვრებლები, მოსწავლეები, ვისაც სურვილი აქვთ, კვირაში 2-3-ჯერ ქართულ ენას უფასოდ სწავლობენ.  ბევრს აქვს სურვილი, მაგრამ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, იცით, რომ ბევრი საქმე უგროვდებათ და აქედან გამომდინარე, ზოგი ვერ ახერხებს დასწრებას.

რაც შეეხება მოსწავლეებს, ახლა ქართული ენის სწავლების დონე საკმაოდ მაღალია. ამის დასტურია ის, რომ სკოლის 5-6 კურსდამთავრებულიდან, მხოლოდ ერთი შეიძლება წავიდეს რუსეთში ან სომხეთში, დანარჩენები მიდიან თბილისში. პროცენტულად თუ ვიტყვით, 80-ზე მეტი პროცენტი მიდის თბილისში სწავლის გასაგრძელებლად.

თავად მე 2007 წელს დავამთავრე ხაჩკოვის საჯარო სკოლა. მაშინ სასწავლებლად ყველა ერევანში მიდიოდა, რადგან ქართული ენა თითქმის არც ერთმა კურსდამთავრებულმა არ იცოდა და ამის გამო, თბილისში ვერავინ მიდოდა. მეც გეზი სომხეთისკენ ავიღე, ერევანში მცხოვრები ჩემი აქაური მეზობლისა და მეგობრის რჩევით და მისი დახმარებით აღმოვჩნდი იქ. ძალიან მადლობელი ვარ მისი. დავამთავრე მშენებლობისა და არქიტექტურის უნივერსიტეტი შენობების დაპროექტების სპეციალობით. პროფესიაც თავად ამირჩია. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადმოსახედიდან, რომ ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება. ერთი რამაც მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ვიყავი და ენის ბარიერი არ მქონდა, თან ჩემს თანამემამულეებთან მიწევდა ცხოვრება, თავდაპირველად მაინც უცნაური და უცხო იყო იქაური გარემო. თუმცა იქაც აღმოჩნდა საქართველოდან, ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძიდან წასული ადამიანი, რომელიც ჩემი ლექტორი იყო. როცა გამეცნო და მითხრა, რომ მეც საქართველოდან ვარო, სხვანაირი გრძნობა გამიჩნდა და რაღაცნაირად უცხოობის განცდა შემიმსუბუქდა, შემდეგ, ბუნებრივია, მივეჩვიე ახალ გარემოს და დავძლიე სირთულეები.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მასწავლებლები

ბიზნესკონტინენტი: თქვენ სომხეთში მოგიწიათ სწავლა. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს შეიძლება ითქვას, რომ ორი სამშობლო გაქვთ – საქართველო და სომხეთი. როგორი განცდა გაქვთ აქაურ სომხებს საქართველოს მიმართ და როგორი განცდა გაქვთ სომხეთის მიმართ?

მაკსიმ გალსტიან: ჩვენ მართალია სომხები ვართ, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ და არ შეიძლება არ დავაფასოთ საქართველოს მთავრობის წვლილი ჩვენ მიმართ. მე მგონი, სომხები საქართველოში უფრო კარგად ცხოვრობენ, ვიდრე სომხები სომხეთში. გვაქვს სომხური სოფელი, სადაც ვლაპარაკობთ ჩვენს ენაზე, სომხურ ენაზე ფუნქციონირებს სკოლა – საქართველოში გვაქვს სომხურენოვანი სკოლა, სადაც გაკვეთილები სომხურ ენაზე ტარდება და ჩვენთვის შექმნილია ყველა ის პირობა, რაც აქვთ ქართველებს. არ აქვს მნიშვნელობა სომეხი ხარ, ქართველი ხარ თუ აზერბაიჯანელი, კანონი ყველასთვის ერთია და ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. აქ დავიბადეთ, აქ ვცხოვრობთ. პირადად ჩემთვის, ძალიან ახლობელია საქართველო. როცა ერევანში ვიყავი სტუდენტობის პერიოდში, სულ იმის განცდა და მოლოდინი მქონდა, რომ ჩემს მშობლიურ სოფელში დავბრუნებულიყავი. როგორც მაგნიტი, ისე მეზიდებოდა აქაურობა. მაგრამ სომხეთიც ჩვენი სამშობლოა და ასე ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ 11 წელია სომხეთიდან დავბრუნდი, ყველაფერი მაღელვებს, რაც იქ ხდება. განსაკუთრებით მტკივნეულია ცუდი ამბების გაგება. როგორც სომეხს, სომხეთიც ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორც გითხარით, ორივე ჩვენი სამშობლოა.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი მაკსიმ გალსტიან

ბიზნესკონტინენტი: ბოლოს, რას იტყოდით თქვენი კოლეგების შესახებ, რამდენად ახერხებთ მათთვის ნორმალური და სასიამოვნო სამუშაო პირობების შექმნას?

მაკსიმ გალსტიან: ძალიან მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, ყველას მიმართ მადლიერი ვარ. კონფლიქტები რაღაცას ასწავლის ადამიანს. თუ ცუდს არ ნახავ, კარგს ვერ დააფასებ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, ვინც ამ რთულ დროში გვერდში დამიდგა, რადგან ახალი დირექტორი ვიყავი, თავდაპირველად გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი, მაგრამ ჩემი კოლეგების, თანამოაზრეების დახმარებითა და თანადგომით გადავლახე რთული პერიოდი. ისინი ჩემ გვერით დგანან და მიადვილებენ სირთულეების დაძლევას. დიდი მადლობა მათ. ერთი რამის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ. მე ვიქნები სამართლიანი საკითხების გადაწყვეტისას, საათების განაწილებისას, რათა თანაბრად იყოს განაწილებული საათები და დაფასებული იყოს ჩვენს სკოლაში დასაქმებული ყველა მასწავლებლის გაწეული შრომა და ღვაწლი.

ფოტომასალა იხილეთ დაბლა:

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მასწავლებლები
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მასწავლებლები
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები