26 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც გარდაბნის მერია იტყობინება, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სოფელ გამარჯვებაში №2, სოფელ მარტყოფში №1, №2, სოფელ სართიჭალის №1, №2 და სოფელ ახალი სამგორის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 071 660.00 ლარია გამოყოფილი.
წინადადებების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღიანი ვადა აქვს.

