ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 76%-ზე მეტი მიიღო

ვლადიმერ პუტინი რუსეთს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს, რადგან მან 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.

ამ დროისთვის ბიულეტენები თითქმის ყველგან (99%) დათვლილია და პუტინს 76%-ზე მეტი აქვს მიღებული, როგორც ამას ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება. მას ხმა 54,5 მილიონმა მოქალაქემ მისცა, 5,1 მილიონით მეტმა, ვიდრე 2004 წელს.

პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მოსკოვში მომიტინგეებისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა „აღიარეს ბოლო ხუთი წლის მიღწევები“.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მან სიცილი დაიწყო მისადმი დასმული შეკითხვის შემდეგ, იყრიდა თუ არა კიდევ კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„რასაც თქვენ ამბობთ, ცოტა მხიარულ ნოტაზე დამყენებელია. როგორ ფიქრობთ, მე აქ 100 წლამდე ვიქნები? არა!“, თქვა პუტინმა.

მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინი გავიდა. მან ხმების 12% მიიღო.

ვეტერანმა ნაციონალისტმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხმების 6%-ზე ნაკლები, ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა კი 2%-ზე ნაკლები მიიღო.

ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძოდა: სერგეი ბაბურინი, პაველ გრუდინინი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ვლადიმერ პუტინი, ქსენია სობჩაკი, მაქსიმ სურაიკინი, ბორის ტიტოვი და გრიგორი იავლინსკი.

პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს, ალექსეი ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.