მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა პენტაგონს სთხოვა ვაშინგტონში ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი მოაწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს სთხოვა ქვეყნის დედაქალაქში ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი მოაწყოს.

პრეზიდენტმა აღნიშნული თხოვნით მაღალი რანგის სამხედრო პირებს მას შემდეგ მიმართა, რაც გასულ წელს, საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო და გავრცელებული ინფრმაციით, დიდი შთაბეჭდილებები მიიღო.

როგორც BBC წერს, ვაშინგტონ დი-სი-ში სამხედრო წარმოდგენები ჩვეულებისამებრ მხოლოდ მაშინ იმართება ხოლმე, როცა ომის დასასრული აღინიშნება.

„დემოკრატებმა“ ტრამპის გეგმა ავტოკრატიული სახელმწიფოების მიერ სამხედრო ძლევამოსილების ჩვენების ორგანიზებას შეადარეს.

აღლუმის გამართვის გეგმა პირველად The Washington Post-მა გამოამჟღავნა, სანამ ამას თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსი დაადასტურებდა.

„პრეზიდენტი ტრამპი ძალზე მხარადამჭერია ამერიკის სამხედრო სამსახურების წარმომადგენლებისადმი, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას რისკის ქვეშ აყენებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იქნეს შენარჩუნებული“, განაცხადა სანდერსმა.

პენტაგონი ღონისძიების დეტალებზე უკვე მუშაობს.