საქართველო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი განათლების სამინისტროსგან ელოდება, რომ 2024 წლიდან სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი, რომელიც უკვე 20 წელია საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე მუშაობს, აცხადებს, რომ სოფლების – მარტუნისა და ხოსპიოს მოსწავლეებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი სკოლის აშენება, რაც მისი აზრით, სოფლიდან ქალაქად ბავშვების მასობრივი გადინების შეჩერების ერთ-ერთ მთავარ შემაკავებელ ფაქტორადაც შეიძლება იქცეს.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ფარავანზე

მას დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მარტუნის საჯარო სკოლას უკვე 2024 წელს ჩასვამს იმ ერთმილიარდიან პროექტში, რომელიც ქვეყანაში 2027 წლისთვის 800 საჯარო სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ან სრულიად ახალი სკოლის აშენებას ითვალისწინებს.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ფარავანზე

„თავიდან საუბარი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციაზე იყო, შემდეგ უკვე სრულიად ახალი შენობის აშენებაზე მიდგა ჯერი. სკოლას აქვს ტერიტორია, მის ბალანსზე არსებული საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი, სკოლის ეზო, სადაც შეიძლება ახალი შენობის აშენება.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტუნი, მდინარე ფარავანი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს უკვე რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციის ან ახლის აშენების პროცესი გადაწყვეტილია. ჩვენც უნდა დაველოდოთ ჩვენს რიგს. მანამდე სკოლაში რაიმე ხარჯის გაწევა ინფრასტრუქტურაზე მიზანშეწონილი არ იქნება და წელს ამიტომ არაფერი გაგვიკეთებია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის შენობა და ეზო – ფოტოები გადაღებული 2023 წლის 27 სექტემბერს. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია

„საერთოდ, როცა დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე, იმდენად ცუდი მდგომარეობა იყო, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ფანჯრებზე მუყაო იყო გაკრული. მას შემდეგ, ბევრი რამ შევცვალეთ, დავაყენეთ მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, ჩავატარეთ რემონტი, შემოვიყვანეთ წყალი, დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობა და ა.შ.“ – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ აღავნი ავაქიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი

„მართალია, მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, 30 მოსწავლე გვყავს სულ,  თუმცა საქმე მაინც ბევრია, როგორც დირექტორისთვის, ისე პედაგოგებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მასწავლებელების აბსოლუტური უმრავლესობა უფროსის სტატსუსი მქონეა. 18 მასწავლებელია დასაქმებული სულ, მათგან 16 უფროსია. ძალიან კარგი, მაღალკვალიფიციური და მეგობრული პედკოლექტივი გვყავს.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგები

„ასეთ, მცირეკონტინგენტიან სკოლაში მასწავლებლებს ბუნებრივია, უფრო მეტი დრო აქვთ მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის და შედეგიც სახეზეა. 9 კლასის დამთავრების შემდეგ, როცა ბავშვები ქალაქის სკოლებში განაგრძობენ სწავლას, მათზე საქებარი სიტყვები გვესმის ჩვენი კოლეგებისგან. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, ისინი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში – ახალქალაქში, ახალციხეში თუ თბილისში იღებენ უმაღლეს განათლებას. ადრე სომხური სექტორის ბავშვები უფრო ერევანში არჩევდნენ სასწავლებლად წასვლას, ახლა კი უკვე აღარ. ამჟამად ბევრი სწავლობს თბილისში, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი მუშაობას იწყებენ ბანკებში, იუსტიციის სახლში. საბედნიეროდ, ცოტაა ისეთი, რომელსაც არ აინტერესებს სწავლა“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ აღავნი ავაქიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგები

დირექტორის თქმით, წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცირეკონტინგენტიანი სკოლები  გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგნენ, რადგან მოხდა კლასების შეერთება, რამაც პედაგოგების საათების შემცირება გამოიწვია.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგები

„წლევანდელ სასწავლო წლამდე კლას-კომპლექტები არ გვქონია, წელს კი უკვე მოგვთხოვეს, რომ სადაც 1-2 და 3 ბავშვია კლასში, მათი სხვა კლასებთან გაერთიანება მომხდარიყო. ამით, მასწავლებლებს საათები მოაკლდათ და უფროსი მასწავლებლების ნაწილი, სახელფასო დანამატს ვეღარ იღებს, რადგან ბუნებრივია, რომ კლასების შემცირების გამო, ყველა მათგანის 15 საათით უზრუნველყოფა უბრალოდ შეუძლებელია. ამან რა თქმა უნდა, სირთულეები წარმოშვა როგორც ჩვენთან, ისე მუნიციპალიტეტის სხვა მცირეკონტინგენტიან სკოლებში“, – აღნიშნა დირექტორმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგები

მისი ინფორმაციით, სკოლაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხრივ თითქმის ყოველწლიურად კეთდება მცირე სარემონტო სამუშაოები, მაგრამ, ვინაიდან ჩნდება იმის პერსპექტივა, რომ ახლო მომავალში ახალი სკოლა აშენდეს,  წელს ამ მიმართულებით თანხები არ დახარჯულა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგები – ხელმარცხნივ საშა კრმაჯიან – ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელი და გვერდით გურამ მურმანიშვილი – ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი

„მთავარი პრობლემა სკოლაში ისაა, რომ არ გვაქვს სპორტული დარბაზი, სამედიცინო კაბინეტი. ასევე, არ გვაქვს სააქტო დარბაზი, სადაც მოსწავლეებს მუსიკაში, ცეკვაში მეცადინეობის და ღონისძიებების გამართვის საშუალება ექნებათ. სკოლის ბიუჯეტით ამის გაკეთება ვერ მოხერხდება და განათლების სამინისტრო უნდა დაგვეხმაროს. თუკი ახალი ინფრასტრუქტურა ექნება სკოლას, მათ შორის სპორტდარბაზი და სააქტო დარბაზი, ბავშვებიც უფრო მეტად იქნებიან დაინტერესებული და მოტივირებული და არ წავლენ ქალაქის სკოლებში.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი

„ჩვენი სკოლის ბავშვები მშვენივრად ცეკვავენ, კარგად ხატავენ, ასევე კარგად სწავლობენ უცხო ენას, ინგლისურს. ახალციხეში ოლიმპიადაზე ჩვენმა მოსწავლეებმა, ქართული სექტორიდან, ცოტნე და მათე ყავრელაშვილებმა ჯილდოები მიიღეს. კარგი მასწავლებლები გვყავს ინგლისურის, როგორც ქართულ ასევე, სომხურ სექტორებში“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ აღავნი ავაქიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

მისი თქმით, სკოლა და სოფელიც ინტერნაციონალურია, სადაც სომხები, ქართველები და სხვა ეროვნების ადამიანები ერთად ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე, ეთნიკურად სომეხმა ბავშვებმა სხვა სოფლების თანატოლებზე უფრო კარგად იციან ქართული ენა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„სოფელში სომხები, ქართველები, ბერძნები უკვე დიდი ხანია ერთად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. აქ არაერთი შერეული ოჯახია – ისეთი, სადაც ბავშვის დედა სომეხია და მამა ქართველი ან პირიქით. არავინ არ არჩევს ვინ სომეხია და ვინ ქართველი. არავინ არ ეუბნება სხვას, რომ ის სომეხია, ის ქართველია, სოფელში ასეთი დაყოფა არ არის. ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„ასეთ გარემოში იზრდება მომავალი თაობა სოფელშიც და სკოლაშიც, სადაც, როგორც გითხარით, ინტერნაციონალური გარემოა – ქართველი, სომეხი, ბერძენი და რუსი ეროვნების პედაგოგები ასწავლიან. ბევრი ვიმუშავე იმისათვის, რომ სკოლაში ეროვნების გარჩევას არ ჰქონოდა ადგილი.

„როდესაც მე დავიწყე მუშაობა, გაყოფილი იყო ქართული, სომხური სექტორები. ახლა ეს ასე არ არის და ახლა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ძალიან კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ სომხური და ქართული სექტორები ჩვენს სოფელში სკოლის დაარსების დღიდანვე, ერთი საუკუნეა რაც უკვე არსებობს“, –  განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ აღავნი ავაქიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტუნი

მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს სახელმწიფო ენის სწავლება და ბავშვები კარგად ფლობენ ქართულ ენას.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტუნი, სკოლის ეზოს გასწვრივ გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა

„ახლა მშობლებიც უფრო მეტად დაინტერესებული არიან, რომ თავიანთმა შვილებმა თბილისში ან ჯავახეთის ქართულ უნივერსიტეტებში ისწავლონ. გვყავს მაღალი დონის ქართულის მასწავლებლები.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი გურამ მურმანიშვილი

„მაგალითად, გურამ მურმანიშვილი აქ ჩემსავით, უკვე 30 წელია ასწავლის. იგი სომხურ სექტორში ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელია და ძალიან კარგად მუშაობს ბავშვებთან. კმაყოფილი ვარ ქართული ენის სხვა მასწავლებლების შედეგებითაც. დღეს, ჩემი ახალგაზრდობის პერიოდისგან განსხვავებით, საქართველოში სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია. ეს უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს“, – აღნიშნა აღავნი ავაქიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ფარავანზე

მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი ერთ ისეთ პრობლემურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ქალაქ ახალქალაქის ახლომდებარე სოფლების სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირების მიზეზია.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტუნი

„რადგან ქალაქთან ახლოს ვართ, პრაქტიკულად მიბმულიც კი, და ავტობუსს უფასოდ დაჰყავს ბავშვები, აქედან გამომდინარე, ახალქალაქის სკოლებში სწავლის მსურველები ბევრნი არიან. როცა მოსწავლეები სოფლად 9 კლასს ამთავრებენ და ისინი სახელმწიფოს უფასოდ დაჰყავს ქალაქში, ეს გასაგებია, რადგან ჩვენი სკოლა 9-კლასიანია, მაგრამ როცა მე-9 კლასის ჩათვლით სოფელში სკოლა არის და მაინც პირველი და შემდგომი კლასელებისთვისაც ავტობუსი უფასოდ არის ხელმისაწვდომი, ეს, რა თქმა უნდა, ზრდის სოფლიდან ქალაქისკენ გადინების მსურველთა რაოდენობას.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტუნი – ადგილობრივი მცხოვრები საკუთარ ეზოში

„უფასო ავტობუსი რომ არ იყოს, მაშინ, დარწმუნებული ვარ, პირველკლასელების მშობლებს თავიანთი შვილების ქალაქში წაყვანის სურვილი არ გაუჩნდებოდათ. ადრე არავინ დადიოდა ქალაქში, მხოლოდ 9 კლასის დამთავრების შემდეგ განაგრძობდნენ იქ სწავლას. არც სასკოლო ავტობუსი იყო და ჩვენს სკოლაშიც უფრო მეტი ბავშვი ირიცხებოდა“, – განაცხადა აღავნი ავაქიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტუნი, მდინარე ფარავანი

იგი მიიჩნევს, რომ სკოლის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი დირექტორის მიერ მაქსიმალურად დისციპლინირებული და მშვიდი სასწავლო გარემოს შექმნაა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი

„ყველანაირად ვცდილობ, რომ სკოლაში კარგი ატმოსფერო სუფევდეს. თუკი პედაგოგს არ ექნება კარგი განწყობა, როგორ შეიძლება მან საინტერესო გაკვეთილი ჩაატაროს. ზოგადად, სასწავლო პროცესის წარმართვის საკითხთან დაკავშირებით მკაცრი მიდგომა მაქვს. გაკვეთილები, დაგვიანების გარეშე, დილის 9 საათზე უნდა დაიწყოს და სასწავლო პროცესის დასრულებამდე მასწავლებელმა მთელი განკუთვნილი დრო ბავშვებს უნდა დაუთმოს. ყველამ უნდა იხელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი მე-7 და მე-8 კლასებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„მიმაჩნია, რომ სკოლაში წარმატების მისაღწევად მთავარი ადამიანური რესურსი და მისი მართებულად გამოყენებაა. სკოლის წარმატების მთავარი საწინდარი კარგი, განათლებული პედაგოგები არიან. ამავე დროს, თავად დირექტორიც უნდა იყოს განათლებული ლიდერი, რომელიც  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უძღვება სასკოლო საქმიანობას.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი მე-7 და მე-8 კლასებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„სასწავლო პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს მიზანზე და შედეგზე – რას ასწავლი, როგორ ასწავლი და რა შედეგს იღებ. ასევე სკოლის წარმატებას ადმინისტრაციის კარგი მუშაობაც განსაზღვრავს. სკოლის ნორმალური ატმოსფერო, ინვენტარიზაცია, უსაფრთხო გარემო, ძალზე მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის შედეგი კი იმაში უნდა აისახოს, რომ ბავშვები კარგად სწავლობდნენ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი მე-7 და მე-8 კლასებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში – უფროსი მასწავლებელი მარინა ალელიშვილი

„სოფელში სკოლის არსებობა უმნიშვნელოვანესია, მით უფრო იმ პირობებეში, როდესაც სოფლად დღეს სკოლის გარდა არაფერი არ ფუნქციონირებს. თუ სოფელში სკოლა არ არის, ის რა სოფელია. მით უფრო ჩვენს სკოლას, როგორც გითხარით, საუკუნოვანი ისტორია აქვს.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ქალბატონი მარინა ალელიშვილი თავის სადამრიგებლო კლასში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„სოფელ ხოსპიოში, რომელიც დღეს ხოსპიოდ და მარტუნად არის დაყოფილი, სკოლა მე-20 საუკუნეში, 1923 წელს გაიხსნა. სკოლის ამჟამინდელი შენობის ერთი ფლიგელი შავქათ ბეგის კერძო საკუთრება იყო, რომელიც სკოლას გადაეცა, შემდეგ კი, ჩვენი თანასოფლელის, მარტუნი მიასნიკიანის ძალისხმევით მიამატეს ახალი შენობა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი

„მდინარე ფარავანზე გაიდო ახალი ხიდი, რაშიც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს თანასოფლელს, მარტუნი მიასნიკიანს, რომელიც ბევრს ეხმარებოდა სოფელ ხოსპიოში. იგი  ავიაკატასტროფაში დაიღუპა და როგორც ერთ-ერთ სომეხ ავტორს აქვს წიგნში აღწერილი, მთელი სოფელი ტიროდაო, იმდენად დიდი იყო ხალხის მხრიდან მისადმი პატივისცემა და სიყვარული. მისი გარდაცვალების შემდეგ სოფელ ხოსპიოს ნაწილს მარტუნი მიასნიკიანის პატივსაცემად, მარტუნი დაერქვა. საამაყოა, რომ წელს ჩვენი სკოლის 100 წლის იუბილეა“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ აღავნი ავაქიანმა ქართულ ენაზე.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის შენობა

იგი წუხს, რომ მის ბავშვობაში ქართული ენა სომხურ სკოლებში სათანადო დონეზე არ ისწავლებოდა და სახელმწიფო ენის სწავლა მას მოგვიანებით, უკვე დირექტორის პოსტზე საქმიანობის შედგომის შემდეგ მოუწია.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი მათემატიკის გაკვეთილის ჩატარების პროცესში

„ადრე 2 საათი ეთმობოდა ქართულს, თან მე-5 კლასიდან იწყებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ქართული ენა მოგვიანებით ვისწავლე, არაერთ ტრენინგს ვარ დასწრებული, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში 2 ჯერ ვიყავი ქუთაისში, ჯამში 80 დღე. ასევე ახალქალაქშიც არის ჟვანიას სკოლა და აქაც ბევრ ტრენინგზე ვარ დასწრებული, რომ უფრო კარგად მესწავლა სახელმწიფო ენა, სხვაგვარად სასკოლო საქმის წარმოება წარმოუდგენელია.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„აქაც, სკოლაში ქართულის მასწავლებლებს ვუსმენ, ზოგჯერ შესაძლოა, ყველაფერს სწორად ვერ გამოვთქვამ, მაგრამ ვცდილობ შეცდმომები გამოვასწორო და ახლაც მეტი და მეტი სწავლის სურვილს გამოვხატავ. ადრე, როცა არ მესმოდა ქართული, ძალიან რთული იყო, ახლა კი როცა მესმის და ვსაუბრობ, მომწონს ეს და კიდევ უფრო მოწადინებული ვარ“, – აღნიშნა აღავნი ავაქიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

ღვაწლმოსილი დირექტორი და მასწავლებელი ამბობს, რომ პედაგოგის პროფესია რთულია, რადგან მომავალი თაობის აღზრდა უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური ხასიათი აქვს და მათთან მიდგომაც პედაგოგმა ინდივიდუალურად უნდა მოახერხოს.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„ბევრი მუშაობა მომიწია, ქართულის შესწავლის მხრივაც, არაერთი ტრენინგი მაქვს გავლილი იმისათვის, რომ ღირსეულად შემძლებოდა პედაგოგიური საქმიანობა სკოლაში. სასიხარულოა ის, რომ მასწავლებლის მიმართ ადრეც და ახლაც მორიდება არსებობს, ჩვენთან პედაგოგი პატივსაცემი ადამიანია.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„უბრალოდ, ბევრი უნდა იმუშაო იმისათვის, რომ დაამტკიცო, რომ ნამდვილი მასწავლებელი ხარ და კარგად და ნორმალურად მუშაობ, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსწავლეებს შენი გაღებული შრომის შესაბამისი შედეგი აქვთ“, – აცხადებს აღავნი ავაქიანი.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

იგი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი 2024-2025 სასწავლო წლისთვის უკვე გარკვეული იქნება მარტუნის საჯარო სკოლის ბედი.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„ვფიქრობ, რომ როდესაც მომავალ სასწავლო წელს ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, უკვე იქნება გეგმა ახალი სკოლის შესახებ. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ამ დროისთვის საკითხი გარკვეული იქნება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან ახალ სკოლაში მშობლებსაც მეტი სურვილი ექნებათ ბავშვების მოყვანის.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

„როგორც უკვე მოგახსენეთ, რამდენადაც შევძელით, გავაკეთეთ არსებული შენობა, და დღემდე ავად თუ კარგად მოვედით და ეს ყველაფერი სკოლის ბიუჯეტით გაკეთდა“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ აღავნი ავაქიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები აღავნი ავაქიანის შესახებ

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი

დაიბადა 1957 წლის 15 აპრილს, თუმცა პასპორტში 1 ივნისი უწერია, წარჩინებით დაამთავრა ახალქალაქის #1 საშუალო სკოლა, ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მშობლიურ რაიონში დაბრუნდა და მუშაობას ახალქალქის #82 პროფტექნიკუმში შეუდგა, მასტერის, პედაგოგის თანამდებობაზე, გარკვეული პერიოდი მუშაობდა სოფლის ბიბლიოთეკაში, მოგვიანებით კი, მარტუნის საჯარო სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო; 2003 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე განაგრძობს საქმიანობას. 2013 წელს დირექტორის სერტიფიცირების ტესტი წარმატებით ჩააბარა, 2023 წლის აგვისტოში ახალციხეში განათლების სამინისტროს კომისიასთან გასაუბრებაც გაიარა. მარტუნის საჯარო სკოლაში დირექტორის პოსტზე ამჯერად მხოლოდ მისი კანდიდატურაა წარდგენილი. ჩაბარებული აქვს მათემატიკის გამოცდა და დირექტორობის პარალელურად მათემატიკას ასწავლის. არის უფროსი მასწავლებელი, ჩაბარებული აქვს უნარების გამოცდა.

დაბლა, 2023 წლის 27 სექტემბერს გადაღებულ ბიზნესკონტინენტის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებზე

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: რუსული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში – უფროსი მასწავლებელი ალლა ოსიძე
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: რუსული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: გეოგრაფიის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: გეოგრაფიის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში – უფროსი მასწავლებელი ლამზირა მაცუკატოვა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სომხური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სომხური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში – უფროსი მასწავლებელი გოჰარ ღრმაჯიან
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ინგლისური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ინგლისური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ინგლისური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში – უფროსი მასწავლებელი ლუსინე მანასიან
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ისტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ისტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ისტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში – ისტის და ისტორიის უფროსი მასწავლებელი გრიგორ კრმაჯიან
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ისტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ისტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ისტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ისტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ისტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტუნის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაშვებული საქართველოს სახელმწიფო დროშა 27 სექტემბერს