ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2030 წლისთვის საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდება

საფრანგეთი მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯებს მესამედით და უფრო მეტადაც გაზრდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამ პერიოდის ბიუჯეტი 413 მილიარდი ევრო იქნება, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019-2025 წლებში გამოყოფოლი 295 მილიარდი ევროს ფონზე.

მაკრონის თქმით, ამ გეგმის მიხედვით, 2017 წელს მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე – 2030 წლისთვის, საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდება.

საფრანგეთის ლიდერმა აღიარა „მშვიდობის დივიდენდის“ დასასრული, რაც ცივი ომის დასრულებას მოჰყვა, და თქვა, რომ 2024-2030 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი სამხედროების მაღალი ინტენსივობის კონფლიქტების შესაძლებლობისადმი ადაპტირებას მოახდენს, რაც კიდევ უფრო გადაუდებელია რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო.

„რადგან ომები იცვლება, საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება ჯარები, რომლებიც მზად არიან საუკუნის საფრთხეებისათვის“, – განაცხადა მაკრონმა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე მონ-დე-მარშანის საავიაციო ბაზაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი გააძლიერებს თავის შესაძლებლობას კიბერშეტევების წინააღმდეგ და სამხედრო დაზვერვის ბიუჯეტს თითქმის 60%-ით გაზრდის.

guardian.ge