საქართველო

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,159,558,975 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 103.5%-ით აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით.

2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 305,029,882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 151.2%-ით აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.