ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს ტერიტორია რუსეთს იმისათვის, რომ ომი დასრულდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერნციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს ტერიტორია რუსეთს იმისათვის, რომ შეჭრა დასრულდეს. მან დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს და დასავლეთს არ ეცადონ რუსეთის დამამცირებელ დამარცხებას უკრაინაში და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობა გააუარესოს.

მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებს უნდა ახსოვდეთ რუსეთის მნიშვნელობა ევროპისათვის და არ უნდა იმოქმედონ „მომენტის განწყობით“. ამავე დროს, კისინჯერმა დასავლეთს მოუწოდა, რომ აიძულოს უკრაინა დაეთანხმოს მოლაპარაკებებს „მანამდე არსებული სტატუს ქვოთი“.

„მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სანამ შეიქმნება რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად არ დაიძლევა. იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი უნდა იყოს დაბრუნებული მანამდე არსებულ სტატუს ქვოში. ამის მიღმა ომის გაგრძელება არ იქნება უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ ეს იქნება ახალი ომი თავად რუსეთის წინააღმდეგ“, – თქვა 99 წელს მიღწეულმა კისინჯერმა, Daily Telegraph-ის ცნობით.

„სტატუს კვო ანტე“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტების – რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ახსენა, გულისხმობს სიტუაციის აღდგენას, როდესაც რუსეთი ოფიციალურად აკონტროლებდა ყირიმს და არაფორმალურად აკონტროლებდა უკრაინის ორ აღმოსავლეთ რეგიონს, ლუგანსკსა და დონეცკს.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად მისი პირობების ნაწილი მოიცავს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე არსებული საზღვრების აღდგენას.

კისინჯერმა, დიდი ხნის დამცველმა რეალპოლიტიკის მიდგომის, რომელიც სახელმწიფოებისთვის პრაქტიკულ მიზნებს მორალისა და პრინციპების წინ აყენებს, დაჟინებით მოუწოდა ევროპელ ლიდერებს მხედველობიდან არ დაკარგონ რუსეთის ადგილი ევროპაში და არ გარისკონ, რომ ქვეყანამ მუდმივი ალიანსი შექმნას ჩინეთთან. „იმედი მაქვს, რომ უკრაინელები თავიანთ ნაჩვენებ გმირობას სიბრძნეს გაუტოლებენ“, – თქვა კისინჯერმა.

guardian.ge