საქართველო

500-მდე სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ქალაქში ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო

სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება. ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინა 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში (კარი, გალესილი კედლები, ბეტონის იატაკი და მეტალო-პლასტმასის ფანჯრები) ჩაბარდათ. მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა.თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, იმ პირების მიმართ, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს კონტრაქტი, 2007 წელს აიღო. ბოლო წლების განმავლობაში, ეტაპობრივად 1562 ოჯახს გადაეცა ბინა საკუთრებაში.

დღეს ახალი საცხოვრებელი ფართი 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა.