აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთმა 3 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებისთვის „სინოვაკის“ ვაქცინა დაამტკიცა

ჩინეთმა სამი წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებში „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო და ამით პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ასეთ მცირეწლოვან ბავშვებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

„სინოვაკის ვაქცინა საგანგებო მდგომარეობისთვის დაშვებული იქნა 3-დან 17 წლის ასაკის ბავშვებში“, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდიდან დაიწყება ბავშვები ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია. მისი თქმით, ვაქცინაციის გრაფიკი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ იქნება დამტკიცებული.

ჩინეთის კიდევ ერთი წამყვანი კომპანიის, „სინოფარმის“ წარმომადგენელმა თქვა, რომ ექსპერტებმა აჩვენეს თავიანთი ვაქცინის ეფექტურობა ბავშვებში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, დაამტკიცეს თუ არა ის მოზარდებში გამოყენებისთვის.

GUARDIAN.GE