ვროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
კრისტიან დანიელსონი თბილისს გამთენიისას ეწვია. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარდა, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
კრისტიან დანიელსონსი ამჟამად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია შვედეთში, მანამდე კი მუშაობდა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად. 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.
კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანმებით მიენიჭა, რათა ჩაერთოს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის ძალისხმევაში საქართველოში, რაც თბილისში 1 მარტს პრეზიდენტ მიშელის ვიზიტისას დაწყებული პოლიტიკური დიალოგის განახლებას ითვალისწინებს.