საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 271 379 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 163-ით გაიზარდა და ის 265 686-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 12-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-12-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 532-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22 900, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 895, PCR ტესტით – 6 005;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,01%, ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო 7 დღის – 1,4%;
კარანტინის რეჟიმში – 237;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 471;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 149.