საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
20 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 249 934 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 792-ით გაიზარდა და ის 236 922-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 14-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 987-ს შეადგენს.