საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
6 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 233 879 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 489-ით გაიზარდა და ის 223 276-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 20-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 666-ს შეადგენს.