საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
30 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 225 893 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 494-ით გაიზარდა და ის 210 445 -ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 38-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 481-ს შეადგენს.