დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის განმავლობაში იმართება.