რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება – სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები, პარლამენტის შენობასთან მხარდამჭერებთან ერთად იკრიბებიან.
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლამდე, ხელისუფლების ოპონენტები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, მმართველი გუნდის წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდნენ.