ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ჟენევაში მოლაპარაკების შემდეგ ცეცხლის სამუდამო შეწყვეტის შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, დაქირავებული მებრძოლები და უცხოელი მებრძოლები ლიბიას სამი თვის ვადაში დატოვებენ.
გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობისა და აღმოსავლეთ ლიბიაში ბაზირებული ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის წარმომადგენლები პოლიტიკურ დისკუსიებს ნოემბერში გამართავენ.