საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„ბოლო 2 კვირის განმავლობაში არსებული მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი უკვე გვაქვს 26. შედეგად, ჩვენი, შიდა „შუქნიშნის“ მიხედვით, ნარინჯისფერიდან გადავედით წითელ ზონაში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.