საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
23 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 350-ით გაიზარდა და ის 9 751-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 5-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 183-ს შეადგენს.