საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
12 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 211-ით გაიზარდა და ის 6 538-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 6-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 91-ს შეადგენს.