საქართველო

9 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.


9 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 313-ით გაიზარდა და ის 5 866-ს შეადგენს.


ახალი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით სულ 72 ადამიანი გარდაიცვალა.