საქართველო

კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა, დედაქალაქში კი – 57.

„სამწუხაროდ, ყველაზე მეტი – 360 პაციენტი – ისევ აჭარაში ფიქსირდება, თბილისში ოდნავ შემცირდა და 57 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, იმერეთში – 11, ქვემო ქართლსა და კახეთში არის ექვს-ექვსი ახალი შემთხვევა, გურიაში – ხუთი, მცხეთა-მთიანეთში -სამი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.