საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
2 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 295-ით გაიზარდა და ის 3 714-ს შეადგენს.
ქვეყანაში ვირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა.