საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, შესაბამისად, გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ქვეყანაში კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 054 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.